საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურატურამ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

საუდის არაბეთის მთავრობამ აღიარა, რომ ჯამალ ხაშოგის სტამბოლის საკონსულოში მკვლელობის შემდეგ მისი ცხედარი დაანაწევრეს და ისე გაიტანეს

1088619
საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურატურამ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

საუდის არაბეთის მთავრობამ აღიარა, რომ ჯამალ ხაშოგის სტამბოლის საკონსულოში მკვლელობის შემდეგ მისი ცხედარი დაანაწევრეს და ისე გაიტანეს.

საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურატურამ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

საუდის გენერალური პროკურატურის განცხადებით, 2 ოქტომბერს სტამბოლის გენერალურ საკონსულოში ჩადენილი მკვლელობის დროს ხაშოგის სიკვდილის მიზეზი ჩხუბი და სასიკვდილო დოზის წამალი გახდა, ცხედარი კი დაანაწევრეს და ისე გაიტანეს საკონსულოდან.

საუდელი პროკურორი აღნიშნავს, რომ მკვლელობის ბრძანება საკონსულოში გაიცა და ცხედრის ადგილმდებარეობის დასადგენად მუშაობა გრძელდება.

მისივე თქმით, ჯამალ ხაშოგი, საუდის არაბეთში წაყვანის მცდელობის წარუმატებლად დასრულების შემდეგ იქნა მოკლული და მომხდარში მონაწილე 11 პირიდან ხუთის სიკვდილით დასჯა მოითხოვეს.

საუდის არაბეთის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ მკვლელობის ბრძანება მოლაპარაკებისთვის სტამბოლში ჩასული ჯგუფის ხელმძღვანელმა გასცა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეჭვმიტანილებიდან ერთ-ერთმა საკონსულოში არსებული კამერები დააზიანა.

ამავდროულად, ტახტის მემკვიდრე პრინცის მუჰამედ ბინ სალმანის მრჩევლის სუუდ ალ ხატანის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და მას საუდის არაბეთიდან გასვლა აეკრძალა.


საკვანძო სიტყვები: #ხაშოგი , #ჟურნალისტი

მსგავსი ინფორმაციები