თშძ-მა ერაყის ჩრდილოეთში ოპერაცია ჩაატარა

ერაყის ჩრდილოეთში ზაპისა და ჰაფთანინის რეგიონებზე საჰაერო ოპერაცია ჩატარდა

1085816
თშძ-მა ერაყის ჩრდილოეთში ოპერაცია ჩაატარა

ერაყის ჩრდილოეთში ზაპისა და ჰაფთანინის რეგიონებზე საჰაერო ოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც ბაზებზე თავდასხმისათვის მზადებაში მყოფი 5 ტერორისტი გაანეტრალეს.

გაერთიანებულ შტაბში გაკეთებული განცხადების მიხედვით, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ზაპისა და ჰაფთანინის რეგიონებზე საჰაერო ოპერაცია ჩაატარა.

ოპერაციის შედეგად სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს საცეცხლე წერტილები, თავშესაფრები და საბრძოლო მასალის საწყობები გაანადგურეს, სამხედრო ბაზებზე თავდასხმისათვის მზადებაში მყოფი 5 ტერორისტი გაანეიტრალეს.  



მსგავსი ინფორმაციები