შიდა უსაფრთხოების ოპერაციების ფარგლებში ბოლო ერთ კვირაში 14 ტერორისტი იქნა განეიტრალებული

შიდა უსაფრთხოების ოპერაციების ფარგლებში ბოლო ერთ კვირაში 14 ტერორისტი იქნა განეიტრალებული

1086064
შიდა უსაფრთხოების ოპერაციების ფარგლებში ბოლო ერთ კვირაში 14 ტერორისტი იქნა განეიტრალებული

შიდა უსაფრთხოების ოპერაციების ფარგლებში ბოლო ერთ კვირაში 14 ტერორისტი იქნა განეიტრალებული.

შინაგან საქმეთა სამინსიტროში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით 5-დან 12 ნოემბრამდე სეპარატისტულ ტერორგანიზაციებთან ბრძოლის ფარგლებში ჟანდარმერიის სპეცდანიშნულების და პოლიციის სპეცდანიშნულების ძალებთან ერთად შიდა უსაფრთხოების ოპერაციის ფარგლებში თურქეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო და სახმელეთო ნაწილებმა 2 ათას 388 ოპერაცია ჩაატარეს.  

ოპერაციის დროს ტერორგანიზაციებისთვის დახმარების გამწევი და მათთან კავშირში ეჭვმიტანილი 747, ნარკოდანაშაულსა და კონტრაბანდაში ეჭვმიტანილი 4 ათას 176, არარეგულარულ მიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში 163, მთლიანობაში 5 ათას 86 ადამიანი დააკავეს.  

ოპერაციის შედეგად თუნჯელიში, დიარბაქირში, მუშში, ჰათაიში, ვანში, ოსმანიეში ტრაპიზონში, მარდინში, შირნაქსა და ბინგოლში 28 თავშესაფარი გაანადგურეს.

ასევე ამოღებული იქნა 24 ავტომატური იარაღი, 11 ხელყუმბარა, 289 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება, 15 ხელნაკეთი ასაფეთქებელი და 515 სხვადასხვა საბრძოლო მასალა.  



მსგავსი ინფორმაციები