მევლუთ ჩავუშოღლუ იაპონიაში იმყოფება

ჩავუშოღლუმ იაპონიის მთავრობა FETÖ-ს და PKK-ს საკითხში გააფრთხილა

1081251
მევლუთ ჩავუშოღლუ იაპონიაში იმყოფება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფება. ჩავუშოღლუმ ქალაქ, ნაგოიაში თურქულ-იაპონური კულტურის სავაჭრო დახმარების სოლიდარობის ასოციაცია მოინახულა სადაც თურქ მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სიტყვით გამოსულმა  ჩავუშოღლუმ, 2016 წლის 15 ივლისს თურქეთში გადატრიალების მცდელობის მომწყობი ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია, FETÖ-ს ამ ქვეყანაში არსებობაზე გაამახვილა ყურადღება და იაპონიის მთავრობა გააფრთხილა. მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ის ბნელი დღე და დასძინა, რომ მოსახლეობის მამაცური ქმედებებით და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ლიდერობით გადატრიალების მცდელობა აღკვეთილ იქნა. „ამჟამად ჩვენ ქვეყანაში აღნიშნული ტერ ორგანიზაციის გასაწმენდად გულმოდგინედ ვმუშაობთ. მაგრამ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არამედ, ისინი ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც ფუნქციონირებენ. ისინი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არამედ, ყველას მიმართ ერთგვარ საფრთხეს წარმოადგენენ. სწორედ ამ თვალსაზრისით ვაფრთხილებთ იაპონიას შესაბამისი ზომები მიიღოს. ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრ, შინზო აბესთან ასევე სხვა მთავრობის ოფიციალური პირებთანაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ იაპონიაში სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, PKK-ს მხარდამჭერებიც იმყოფებიან, რომლებიც ჩვენი ქვეყნისათვის ერთგვარ საფრთხეს ქმნიან. იაპონიის მთავრობას კი ამ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირებისკენ მოვუწოდებთ,“ განაცხადა თურქმა დიპლომატმა.



მსგავსი ინფორმაციები