სტამბოლოს ახალი აეროპორტი დღეს იხსნება

სტამბოლოს ახალი აეროპორტი დღეს იხსნება

1077341
სტამბოლოს ახალი აეროპორტი დღეს იხსნება
1.jpg
istanbul yeni havaalanı

სტამბოლოს ახალი საერთაშორისო აეროპორტი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით დღეს იხსნება.  სტამბოლის ახალი აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან 35 კილომეტრის მოშორებით, შავი ზღვის ნაპირზე, 67,5 მილიონ კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. სტამბოლის ცენტრიდან ახალ აეროპორტამდე გაჰყავთ მეტროს ხაზიც, რაც იქ მისვლას ბევრად გაამარტივებს.  გახსნისთვის იგეგმება, რომ ახალი აეროპორტი წელიწადში 90 მილიონ მგზავრს მოემსახურება, 2023 წლისთვის კი მგზავრების ნაკადის გაზრდას 150-დან 250 მილიონამდე იგეგმება. ამ დროისათვის ახალი აეროპორტი დღეში 3 ათასზე მეტი ავიარეისის მომსახურებას შეძლებს და იქ 225 ათასამდე ადამიანი დასაქმდება. აეროპორტის გახსნის საზეიმო ცერემონიაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის მეთაურები და მაღალი რანგის პირები მიიღებენ მონაწილეობას. თურქეთის ავიახაზები ახალი აეროპორტიდან პირველ შიდა რეისებს,  31 ოქტომბერს ანკარაში, 1 ნოემბერს ანტალიაში, ხოლო 2 ნოემბერს იზმირში განახორციელებს. ახალი აეროპორტიდან  პირველი საზღვარგარეთული რეისები კი  1 ნოემბერს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში ხოლო, 8 ნოემბერს აზერბაიჯანში განხორციელდება.


საკვანძო სიტყვები: #სტამბოლი , #ახალი , #აეროპორტი , #გახსნა

მსგავსი ინფორმაციები