CIA-ს დირექტორი ჯინა ჰასპელი თურქეთში იმყოფება

CIA-ს დირექტორი ჯინა ჰასპელი, საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტის ჯემალ ხაშოგის მკვლელობის გამოძიების საკითხზე შეხვედრების ჩასატარებლად თურქეთში იმყოფება

1074400
CIA-ს დირექტორი ჯინა ჰასპელი თურქეთში იმყოფება

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის განცხადებით, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის CIA-ს დირექტორი ჯინა ჰასპელი, საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტის ჯემალ ხაშოგის მკვლელობის გამოძიების საკითხზე შეხვედრების ჩასატარებლად თურქეთში იმყოფება.

„(ჰასპელი), მტკიცებულებებს იკვლევს. ყველა სიმართლის დადგენის შემდეგ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელი ხალხის ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით გადაწყვეტილებას მიიღებს.“- განაცხადა პენსმა.

მან ხაშოგის მკვლელობა „თავისუფალ და დამოუკიდებელ პრესაზე თავდასხმად“ შეაფასა და დასძინა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელისუფლება ამ საკითის თვალყურს ადევნებს.

გაზეთ Washington Post-ის საუდელი ჟურნალისტი ჯემალ ხაშოგი 2018 წლის 2 ოქტომბერს ოფიციალური პროცედურებისთვის საუდის არაბეთის სტამბოლში მდებარე საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა.

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ ხაშოგი „საკონსულოს შენობაში ჩხუბის დროს დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები