ჩავუშოღლუმ FETÖ-ს წინააღმდეგ საზღვარგარეთ წარმოებულ ბრძოლაზე ისაუბრა

ჩავუშოღლუმ საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“-სთან FETÖ-ს წინააღმდეგ საზღვარგარეთ წარმოებულ ბრძოლაზე ისაუბრა

1074610
ჩავუშოღლუმ FETÖ-ს წინააღმდეგ საზღვარგარეთ წარმოებულ ბრძოლაზე ისაუბრა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ  საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“-სთან (AA) ფეტულაჰის ტერორგანიზაია (FETÖ)-ს წინააღმდეგ საზღვარგარეთ წარმოებულ ბრძოლაზე ისაუბრა და აღნიშნა: „დღემდე 30-ზე მეტმა ქვეყანამ FETÖ-ს სკოლები, ორგანიზაციები და ასოციაციები დახურა. მეორეს მხრივ, ოცამდე ქვეყანაში ფონდმა „მაარიფ“-მა ეს სკოლები გადაიბარა. აფრიკაში, აზიაში არის ქვეყნები, რომლებთანაც ურთიერთგაგების მემორანდუმი გავაფორმეთ და რომლებთანაც ამჟამად ვმუშაობთ. ამ ქვეყნებში საუბარია ასევე ფონდ „მაარიფი“-ს მიერ ამ სკოლების გადაბარებაზე. მომდევნო დღეებში ლათინური ამერიკიდან, აფრიკიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონიდან ზოგიერთ დადებით შედეგს მივიღებთ.“

მინისტრის თქმით, პრიორიტეტებიდან ერთ-ერთია საზღვარგარეთ მოქმედი FETÖ-ს წევრების თურქეთში ჩამოყვანა.

მისივე განცხადებით, დღემდე 100-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნიდან პირები თურქეთში ჩამოიყვანეს და მომდევო პერიოდშიც ეს საქმიანობა გაგრძელდება და მათ სასამართლოსა და სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემენ.

მევლუდ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მუშაობას ბალკანეთშიც გააგრძელებენ და დაამატა: „ალბანეთში ნათლად ჩანს, რომ FETÖ ძალიან ძლიერია, განვაცხადეთ, რომ გავლენა აქვს პოლიტიკაზეც, ამას ვხედავთ. ეს დავინახეთ ზოგიერთი მოვლენის დროს.“



მსგავსი ინფორმაციები