თავდაცვის მინისტრი შეჰიდის ოჯახს ეწვია

“ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლას მათ სრულ განადგურებამდის გავაგრძელებთ“

1063444
თავდაცვის მინისტრი შეჰიდის ოჯახს ეწვია

 

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, არმიის სარდლებთან ერთად ეწვია ქურთი ტერორისტების მხრიდან ბათმანის რეგიონში განხორციელებული ბომბიანი თავდასხმის შედეგად დაღუპული ჟანდარმერიის სერჟანტის, ოზგურ ჯანის ოჯახს და სამძიმარი გადაუხადეს შვილის დაღუპვის გამო. ადგილობრივ მცხოვრებლებთან საუბრისას აქარმა თქვა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას უწყვეტლივ გააგრძელებენ. "სანამ ტერორიზმს და ტერორისტებს ბოლოს არ მოვუღებთ, მანამდის არ დასრულდება ჩვენი ოპერაციები მათ წინააღმდეგ. თურქეთის ავის მოსურნე ზოგიერთმა ქვეყნებმა ტერორისტებს თუნდ ტრაილერებით, თუნდ ვაგონებით გადასცენ ათასგვარი იარაღი და ტექნიკა, მათ მაინც ბოლოს მოვუღებთ და ეს უკვე კარგად იციან ტერორისტების მხარდამჭერებმაც, ტერ ორგანიზაციის ხელმძღვანელებმაც და წევრებმაც. ასე რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები, ჟანდარმერია, პოლიცია, დაცვის და უსაფრთხოების ძალები, მთელი დღე და ღამე აგრძელებენ ტერორისტების დევნას და არც თუ შორია მათი დასასრულის დღე. მოკლედ, ჩვენი შეჰიდების სისხლი არავის შერჩება და ასმაგად გადავახდევინებთ“, განაცხადა აქარმა



მსგავსი ინფორმაციები