ჩავუშოღლუმ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტ“-ში სტატია გამოაქვეყნა

ჩავუშოღლუმ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტ“-ში სტატია გამოაქვეყნა

1059005
ჩავუშოღლუმ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტ“-ში სტატია გამოაქვეყნა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ამერიკულ გაზეთ, „ვაშინგტონ პოსტ“-ში „აშშ-მ სირიაში ტერორისტების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოს“ სახელწოდების სტატია გამოაქვეყნა. „პრეზიდენტ ტრამპს წარუმატებელი ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის შეცვლის შესაძლებლობა აქვს. აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერ-ორგანიზაციად აღიარებული PKK-ს სირიის ფრთა YPG-სათვის გაწეული შეიარაღებული დახმარების შეჩერებით, მათ დიდ დარტყმას მიაყენებს. აშშ-ს უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში YPG ტერ-ორგანიზაცია, PKK-ს სირიის ფრთად არის მოხსენიებული. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმიც გამოქვეყნებულ  ანგარიშებში ხშირად ამახვილებს ყურადღებას, რომ YPG ბავშვების ბრძოლის მიზნით შეიარაღებას ახორციელებს. ტერ-ორგანიზაცია YPG სირიაში თურქეთის საზღვართან განლაგებას ცდილობს რა, ვაშინგტონი მათ დიდძალი იარაღით ეხმარება. მსგავსი ფაქტი სხვა რომელიმე ნატოს წევრი ქვეყნის საზღვრებთან რომ მომხდარიყო ალბათ ამის პასუხი სულ სხვა იქნებოდა. თურქეთი ამ საკითხთან დაკავშირებით ამერიკას ხშირად აფრთხილებს და ამის მტკიცე დებულებებიც გააჩნია. ამიტომ ვაშინგტონის მთავრობამ არჩევანი უნდა გააკეთოს,“ განაცხადა ჩავუშოღლუმ. თურქმა დიპლომატმა სტატიაში ასევე დასძინა, რომ თურქი სამართალდამცველები ტერ-ორგანიზაცია  DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებდა და სამომავლოდაც მტკიცედ გააგრძელებს.



მსგავსი ინფორმაციები