პრეზიდენტი ერდოღანი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე

პრეზიდენტი ერდოღანი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე

1056674
პრეზიდენტი ერდოღანი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე

პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი სიტყვით გამოვიდა აშშ-ს ქალაქ ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე, სადაც კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ "მსოფლიო ხუთზე დიდია".

სიტყვით გამოსულმა ერდოღანმა აღნიშნა: " გაეროს უსაფრთხოების საბჭო შეიმოსა სტრუქტურით, რომელიც ვეტოს უფლების მქონე 5 წევრის ინტერესებს ემსახურება და არსებულ ძალადობაზე ხმას არ იღებს... პალესტინელების მიმართ ძალადობაზე მდუმარეთა მიერ, გაწეული დახმარების შემცირების მცდელობა, მჩაგვრელებს მხოლოდ გამბედაობას მატებს."

ერდოღანმა აშშ სეპარატისტული ტერორგანიზაცია  PKK-ს გამო გააფრთხილა და განაცხადა: 

"ტაქტიკური ინტერესების გამო (სირიაში) ტერორისტებისათვის ათი ათასობით ტრაილერით, ათასობით სატვირთო თვითმფრინავით იარაღის მიმწოდებლები მომავალში ამის სიმწარეს აუცილებლად იგემებენ."

თურქეთის პრეზიდენტი ფეტულაჰის  ტერორგანიზაციის FETÖ- ს ლიდერის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა: "FETÖ ამერიკის 27 შტატში მხოლოდ ჩარტერული სკოლების მეშვეობით წელიწადში 763 მილიონ დოლარს იღებს... (FETÖ) მისი ლიდერი ამჟამად აშშ-ში პენსილვანიაშია. 400 ჰექტარ ტერიტორიაზე ცხოვრობს. აქედან მსოფლიოს 160 ქვეყანაში ტერორის ექსპორტს ახდენს."

ერდოღანმა მსოფლიოში არსებულ უსამართლობაზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა "დღეს მსოფლიოს უმდიდრესი 62 ადამიანის ქონება თუ მოსახლეობის დაახლოებითი ნახევარის ქონების ტოლია ეს იმას ნიშნავს რომ აქ პრობლემაა. თუ სხვადასხვა გეოგრაფიულ გარემოში 258 მილიონი ადამიანი უფრო ჰუმანურ პირობებში ცხოვრებისთვის იძულებით გადაადგილდება და ასევე, 68 მილიონი იძულებით მიდის მიგრაციაში, ეს იმას ნიშნავს, რომ სადღაც პრობლემებია. თუ აფრიკაში დაბადებული ბავშვის სიკვდილის პირისპირ დარჩენა, ნიუ-იორკში დაბადებულ ბავშვთან შედარებით ცხრაჯერ მეტია ე.ი. პრობლემაა.“

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, სირიაში არსებულ კრიზისზე და მისი მოგვარებაში, თურქეთის ღვაწლზეც ისაუბრა   რა,  აღნიშნა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ, სირიის ჯერაბლუსის და რაის რეგიოენებში ტერ ორგანიზაცია, DEAŞ-ის, ხოლო აფრინის გერიონში, PKK-PYD-YPG-ს წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციების შედეგად მილიონობით სირიელს სამშვიდობო გარემო შეექმნა. მისივე თქმით, თურქეთმა სირიელი მიგრანტებისათვის 32 მილიარდი დოლარი დახარჯა რა, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მხოლოდ 600 მილიონი დოლარის დახმარება მიიღეს. ევროკავშირისგან კი მხოლოდ 1,7 მილიარდი ევრო.  

პრეზიდენტმა ერდოღანმა, გაერო-ს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ კაცობრიობა მისგან პრობლემების მოგვარებას ელოდება რა, ანკარა ყოველგვარი პრობლემის კონსტრუქციული დიალოგით გადაჭრის მომხრეა.

თურქეთის პრეზიდენტმა,  გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მსოფლიო ვაჭრობის შეფერხებების ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილებების გამო წარმოქნილ დაბრკოლებებზეც ისაუბრა და ამ საკითხის მოსაგვარებლად ერთობლივი მუშაობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

მან ბოლოს, გენერალურ ასამბლეაზე დამსწრე საზოგადეობას,  გაეროს ახალგაზრდული ორგანიზაციის დროულად ჩამოყალიბების და ცენტრად,  სტამბოლის  გამოცხადება შესთავაზა.



მსგავსი ინფორმაციები