ჩავუშოღლუ: "დროა ვაშინგტონმა მიიღოს გადაწყვეტილება რეგიონში მისი ნამდვილი მოკავშირე ვინ არის"

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუდ ჩავუშოღლუმ ღია წერილით მიმართა გაზეთ New York Times-ის რედაქტორს

1049725
ჩავუშოღლუ: "დროა ვაშინგტონმა მიიღოს გადაწყვეტილება რეგიონში მისი ნამდვილი მოკავშირე ვინ არის"

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუდ ჩავუშოღლუმ ღია წერილით მიმართა გაზეთ New York Times-ის რედაქტორს. 

მინისტრმა ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ გაზეთ New York Times-ში 9 სექტემბერს გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით „სირიაში საშინელი ფინალი გამოჩნდა“ სამართლიანია იმ კუთხით, რომ იგი აჩვენებს სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ ოპოზიციის ხელში არსებულ რეგიონში სისხლიანი ოპერაციის წარმოებას.

მისივე თქმით, გაეროს ერთ-ერთმა უფლებამოსილმა განაცხადა, რომ ეს ოპერაცია ათასობით ადამიანს წასასვლელს ადგილს არ დაუტოვებს და იგი „21-ე საუკუნის ყველაზე დიდ მსხვერპლს გამოიწვევს.“

საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავუშოღლუ წერილში ასევე აღნიშნავს: „თუმცა ამ სტატიაში საუბარი არ არის სხვა საშინელ მოვლენაზე. ასადის თავდასხმის მომწყობ მოკავშირეებს მხარს უჭერს აშშ. ბოლო ანგარიშები აჩვენებს, რომ სირიაში მოქმედი სეპარატისტული ტერორგანიზაცია YPG, ამერიკელების მიერ გადახდილი გადასახადებით შესყიდულ იარაღსა და დახმარებას იღებს, ასადთან ალიანს აფართოებს და ივლისის თვეში (ასადსა და YPG/PKK-ს შორის) დადებული შეთანხმებით, ასადის მიერ იდლიბის ოპოზიციონერებისათვის წასართმევად დახმარება გააგზავნა...  YPG, თურქეთში 30 წელზე მეტი ხნის მანძილზე ძალადობის  შემცველი ტერორისტული კამპანიის მწარმოებელი PKK-ს სირიული განშტოებაა... თურქეთის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით  YPG-ს ძალების სირიაში მოქმედებას გასასამართლებელი მხარე არ აქვს. დროა ვაშინგტონმა მიიღოს გადაწყვეტილება რეგიონში მისი ნამდვილი მოკავშირე ვინ არის.“



მსგავსი ინფორმაციები