ჩავუშოღლუმ იდლიბთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ჩავუშოღლუმ იდლიბთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

1047530
ჩავუშოღლუმ  იდლიბთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ იდლიბთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა: „შეჩერდეს იდლიბში თავდასხმები. ტერორისტულ დაჯგუფებების წინააღმდეგ ერთობლივად ვიმოქმედოთ“. მან ამის შესახებ რუმინეთის დედაქალაქ,  ბუქარესტში თურქეთის, რუმინეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ  ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. მისი თქმით, თურქეთის შეთავაზება იდლიბის საკითხთან დაკავშირებით ყველასათვის ნათელია. თავდასხმები შეწყდეს და  ტერორისტულ დაჯგუფებების წინააღმდეგ ერთობლივად იმოქმედონ. „სირიაში კრიზისის მოგვარების ყველაზე კარგი ხერხი პოლიტიკური გზაა. ამ თვალსაზრისით თუ მნიშვნელოვან წინსვლას ვერ მივაღწევთ, რეჟიმი და მისი მომხრეები ფიქრობენ, რომ ერთადერთი გამოსავალი სამხედრო ოპერაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ასტანასა და სოჭში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ,  სწორედ იმავე მიზნით ვიყავით შეკრებილი თეირანშიც, მაგრამ, რეჟიმი თავდასხმებს მაინც აგრძელებს. რატომ უნდა მოკვდეს ამდენი ქალი,  ბავშვი ანუ ზოგადად ადამიანი? ამ ყველაფრის წინააღმდეგ ერთობლივად მოქმედებაა საჭირო,“ განაცხადა ჩავუშოღლუმ. თურქმა მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთის, ირანის, აშშ-ს, საფრანგეთის და ინგლისის ჩათვით სირიაში ყველა მხარესთან ერად საკითხის მოსაგვარებლად მუშაობისთვის მზად არიან. მან ბოლოს კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას სირიაში თავდასხმები შეწყდეს და საკითხი პოლიტიკური გზით მოგვარდეს.  



მსგავსი ინფორმაციები