თურქეთი იდლიბისა და ლაზკიეს მოსახლეობის დახმარებას აგრძელებს

თურქეთი იდლიბისა და ლაზკიეს მოსახლეობის დახმარებას აგრძელებს

1046735
თურქეთი იდლიბისა და ლაზკიეს მოსახლეობის დახმარებას აგრძელებს

თურქეთმა ბოლო ერთ თვეში სირიაში იდლიბისა და ლაზკიეს რეგიონებში 145 სატვირთო მანქანა მშრალი საკვები, საკანცელარიო ნივთები, პური, მედიკამენტები და ტანსაცმელი გააგზავნა.

თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის სასაზღვრო დახმარებების ოპერაციების ხელმძღვანელმა ჰაქან სარიმ განაცხადა, რომ შიდა ომის დაწყებიდან 2011 წლიდან ცდილობენ დახმარების საჭიროების მქონე სირიელების გვერდით იდგნენ.

 „ჩვენი ორგანიზაციისა და ქველმოქმედი ადამიანების მონაწილეობით, უმეტესად იდლიბის და ლაზკიეს პერიფერიებში მდებარე თურქმენდაღისა და ჯებელ ეკრადის რეგიონებში, 30 დღეში მთლიანობაში 145 ტრაილერი და სატვირთო მანქანა ჰუმანიტარული დახმარება იქნა გაგზავნილი. მათ შორის არის 960 ათასი პური, 150 ათასი ტონა მშრალი საკვები, 28 ტონა წყალი, 145 ათასი ცალი ტანსაცმელი, 305 ათასი ცალი მედიკამენტი და სამედიცინო მასალა, 900 ტონა ფქვილი, 2400 ცალი საკანცელარიო ნივთი და 1800 პაკეტი დასუფთავების ნაკრები.“-აღნიშნა ჰაქან სარიმ და დაამატა, რომ რეგიონის დახმარებას საჭიროების მიხედვით ისევ გააგრძელებენ.   


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #სირია , #დახმარება

მსგავსი ინფორმაციები