შიდა უსაფრთხოების ოპერაციების შედეგად ბოლო ერთ კვირაში 35 ტერორისტი იქნა განეიტრალებული

შიდა უსაფრთხოების ოპერაციების შედეგად ბოლო ერთ კვირაში 35, მათ შორის 2 ეგრეთ წოდებული მაღალი რანგის ტერორისტი იქნა განეიტრალებული

1046435
შიდა უსაფრთხოების ოპერაციების შედეგად ბოლო ერთ კვირაში 35 ტერორისტი იქნა განეიტრალებული

შიდა უსაფრთხოების ოპერაციების შედეგად ბოლო ერთ კვირაში 35, მათ შორის 2 ეგრეთ წოდებული მაღალი რანგის ტერორისტი იქნა განეიტრალებული.

შინაგან საქმეთა სამინიტროს განცხადებით, შიდა უსაფრთხოების ოპერაციების დროს ასევე ტერორგანიზაციების დახმარებას და მათთან კავშირში ეჭვმიტანილი 445, ნარკო დანაშულსა და კონტრაბანდაში ეჭვმიტანილი 4 ათას 307, არარეგულარულ მიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში 101 პირი იქნა დაკავებული.

ამასთანავე შირნაქის ქუფელის მთის რეგიონში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, რომელშიც მონაწილეობას საჰაერო ძალებიც იღებდა, 5 ტერორისტი გაანეიტრალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ჟანდარმერიის გენერალური სამმართველოს სადაზვერვო განყოფილებამ შირნაქის მთის რეგიონში ზამთრისათვის ბაზირებისა და სამზადისში მყოფი ტორირისტთა ჯგუფი აღმოაჩინა. აღნიშნულის შემდეგ კი ოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგადაც 5 ტერორისტი იქნა განეიტრალებული.



მსგავსი ინფორმაციები