ერდოღანი: "ეკონომიკურ ომში არ დავმარცხდებით"

ერდოღანი: "ეკონომიკურ ომში არ დავმარცხდებით"

1029953
ერდოღანი: "ეკონომიკურ ომში არ დავმარცხდებით"

ქალაქ ბაიბურთში მყოფმა პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა ბოლო დღეებში თურქული ლირის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ეკონომიკური ომი მიმდინარებს“ და „ეკონომიკურ ბრძოლას არ წააგებენ.“  

გუშინ ქალაქ რიზეში კი მოსახლეობისადმი სიტყვით მიმართვაში თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა: „მიმდინარეობს სხვადასხვა კამპანიები. ყური არ უგდოთ ამ კამპანიებს. ეს ნუ დაგავიწყდებათ, თუ მათ დოლარი აქვთ, ჩვენ ჩვენი ხალხი, უფლება და ალაჰი გვყავს. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ. რა ვიყავით 16 წლის წინ, რა ვართ დღეს. მოთმინებას და ძალღონეს გისურვებთ. ბევრს ვიმუშავებთ. იმედი გვაქს, რომ (რესპუბლიკის დაარსების მე-100 წლისთავი) 2023 წელს სხვაგვარად შევხვდებით. მე ამის მჯერა დ ამის რწმენა მაქვს.“


საკვანძო სიტყვები: #პრეზიდენტი , #ერდოღანი , #ეკონომიკა

მსგავსი ინფორმაციები