პირველი ეუს სხდომა გუშინ ჩატარდა

მასზე დაგმეს ამერიკის მუქარები

1022792
პირველი ეუს სხდომა გუშინ ჩატარდა

 

ახალი საპრეზიდენტო სისტემის მთავრობის პირველი ეროვნული საბჭოს სხდომა პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანის თავმჯდომარეობით გუშინ საღამოს ჩატარდა და იგი 5 საათს გაგრძელდა რა, მუშაობა ოფიციალური დეკლარაციის გამოქვეყნებით დაასრულა, რომელშიც ხაზგასმით აღინიშნა, რომ აშშ-ს მხრიდან თურქეთის მიმართ გამოყენებულ  მუქარის ენას არასოდეს მიიღებენ.

ამავე დეკლარაციით, კატეგორიულ ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ კვლავ გააგრძელებენ, რადგან, ისეთი ტერ ორგანიზაციები, როგორებიც არიან  PDP/PDY-ე, PKK/PYD-YPG-ე და DEAŞ-ი, კვალავ ემუქრებიან თურქეთის ერთიანობას და ტერიტორიულ მთლიანობას.

ეროვნული საბჭოს შეკრებაზე დიდი ყურადღება დაეთმო აშშ-ს მუქარებს და აღნიშნა, რომ ეს ენა არის ძალზედ დიდი უპატივისმცემლობა ალიანსში მოკავშირე ქვეყნის მიმართ და ასეთ ტონს არასოდეს არ მიიღებენ.

დეკლარაციაში სირიაში შექმნილი მდგომარეობაც აისახა და აღნიშნა, რომ ზოგიერთ რეგიონებში ჯერ კიდევ აქტიურობენ ტერ ორგანიზაციები, ამიტომ საჭიროა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების რაც შეიძლება უმოკლეს დროში გადადგმა.

ეგეოსის და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის მოვლენებზე საუბრისას აღნიშნულია, რომ ანკარა კვლავ გააგრძელებს თავისი ეროვნული ინტერესების და უფლებების დაცვას, რათა ხსენებულ რეგიონებში არ დაირღვას მისი სტაბილურობა



მსგავსი ინფორმაციები