ქალინმა კიდევ ერთხელ დაგმო აშშ-ს ქმედებები

“აშშ-ს ადმინისტრაცია უნდა დაუბრუნდეს კონსტრუქციულ საფუძველს“

1021275
ქალინმა კიდევ ერთხელ დაგმო აშშ-ს ქმედებები

 

თურქეთის პრეზიდენტის პრეს სპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა ინგლისურენოვან თურქულ გაზეთ Daily Sabah-ში სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც თურქეთ-აშშ-ს შორის გაცივებულ ურთიერთობებს შეეხო და აღნიშნა, რომ თუ, ამერიკა გაიგებს თურქეთის უსაფრთხოების პრობლემებს, მაშინ, კიდევ იქნება შესაძლებლობა კარგი ურთიერთობების გადარჩენისა.

“ამერიკამ, როგორც ნატოში თურქეთის მოკავშირემ და სტრატეგიულმა მეგობარმა, ამ ბოლო წლებში მრავალი ანტი თურქული ნაბიჯი გადადგა. სირიაში მართალია ორივენი DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში კოალიციის წვერები არიან და ანკარამ ინჯირლიკის სამხედრო ბაზაც გამოაყენინა ამერიკას, მაგრამ, ამის საწინააღმდეგოდ ვაშინგტონმა ამ ბრძოლაში ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას სირიული ფრთა YPG-ე დაიყენა გვერდით, მათ ფინანსური, მატერიალური და დიდი სამხედრო დახმარებებიც აღმოუჩინა, თანაც მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაცია აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო ორგანოს  CIA-ს, ტერ ორგანიზაციათა სიაში ჰყავს შეყვანილი. გარდა ამისა, ამერიკა თურქეთს შეჰპირდა, რომ ქურთი სეპარატისტები არაბულ ქალაქ მანბიჩს დასტოვებდნენ, მაგრამ, დღემდე ჯერ კიდევ არ გასულან ამ რეგიონიდან, ე.ი. რაიმე კონკრეტული ნაბიჯი ამ მხრივ ჯერ კიდევ არ გადადგმულა, რაც ანკარის გაღიზიანებას იწვევს.

მეორეს მხრივ, 2016 წლის 15 ივლისის პუტჩის მცდელობის ორგანიზატორი ფეტულლაჰ გულენი ჯერ კიდევ აგრძელებს პენსილვანიაში ცხოვრებას და მრავალი მტკიცებულებების წარდგენის მიუხედავად ვაშინგტონი არ ახდენს მის ექსტრადაციას, რაც კიდევ ერთ გულაცრუებას იწვევს თურქეთში. “ახლა კი, თურქეთში, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ამერიკელი პასტორის, ბრანსონის გათავისუფლების მიზნით, თავისი მოკავშირე თურქეთის მიმართ მუქარის ენას იყენებს, რაც მიუღებელია. აშშ-ს ხელისუფლებამ, რომელსაც FETÖ-ს (ფეტულაჰის ტერორგანიზაციის) საკითხზე დღემდე არც ერთი კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს, უნდა იცოდეს,  რომ თურქეთის დამოუკიდებელი სასამართლოს უფლებამოსილების ქვეშ არსებული საკითხის მომიზეზებით, მის წინააღმდეგ მუქარით ვერაფერს მიაღწევს. აშშ-მა საკუთარი ინტერესებისთვის, ჩვენი  მოკავშირეობრივი ურთიერთობებისთვის დიდი ზიანის მიყენების გარეშე უნდა გადახედოს თავის ქმედებებს და დაუბრუნდეს კონსტრუქციულ საფუძველს", აღნიშნვს ქალინი



მსგავსი ინფორმაციები