პრეზიდენტ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რეზიდენტ რ. თ. ერდოღანს არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცა

998753
პრეზიდენტ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რეზიდენტ რ. თ. ერდოღანს არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესცენტრში გაკეთებული განცხადების თანახმად, ალიევი ტელეფონით დაუკავშირდა თურქეთის პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანს და „არჩევნებზე მიღწეული დიდი წარმატება“ მიულოცა.

საუბრის დროს ალიევმა აღნიშნა, რომ ერდოღანის ლიდერობით თურქეთი კიდევ უფრო განვითარდა, ეკონომიკურ სფეროში დიდ წარმატებას მიაღწია და საერთაშორისო არენაზე პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცა და თურქეთის პრეზიდენტს წარმატებები უსურვა. ერდოღანმა კი ალიევს გამოჩენილი ყურადღებისა და მილოცვის გამო მადლობა გადაუხადა.

თურქეთის პრეზიდენტს ასევე ტელეფონით დაუკავშირდნენ პალესტინის სახელმწიფოს მეთაური მაჰმუდ აბასი, ბოსნია და ჰერცეგოვინის საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარე ბაქირ იზეტბეგოვიჩი, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა, უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი და მას არჩევნებში გამარჯვებ მიულოცეს.



მსგავსი ინფორმაციები