დღეს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია

ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე დაიწყო რა, საღამოს 17:00 საათზე დაიხურება

998200
დღეს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია

დღეს,  თურქეთში ერთდროულად საპრეზიდენტო და 27-ე საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ცესკოს განცხადებით რეგისტრირებულია 56 მილიონ 322 ათას 632 ამომრჩეველი, რომლებიც 180 ათას საარჩევნო უბანზე გააკეთებს საკუთარ არჩევანს.  ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე დაიწყო  რა, საღამოს 17:00 საათზე დაიხურება. თურქეთში მწოლიარე ავადმყოფებისათვის, რომელთა რაოდენობა 17258 კაცით დაფიქსირდა,  პირველად გამოიყენება მობილური ურნები. დღეს თურქეთი პირველად მიდის საპრეზიდენტო სისტემის არჩევნებზე და 6 კანდიდატიდან ვინც 50+1 ხმას მიიღებს, ის გამოცხადდება გამარჯვებულად. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველი ინფორმაციების მიწოდების ნებართვას 21:00 საათის შემდეგ  დართავს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება 21:00 საათამდეც ნება დართოს.



მსგავსი ინფორმაციები