ერდოღანმა TRT-ს კითხვებს უპასუხა

“თავდაცვის მრეწველობა ქვეყნის მოთხოვნების 65%-ს აკმაყოფილებს“

997960
ერდოღანმა TRT-ს კითხვებს უპასუხა

 

ერდოღანმა წუხელ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა, TRT-ს პოლიტიკურ პროგრამაში და უპასუხა რა წამყვანების კითხვებს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის საკითხში, თქვა, რომ 2002 წელს, როცა მათი პარტია ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა, თავდაცვის მრეწველობის მოთხოვნები მხოლოდ 20%-ით კმაყოფილდებოდა, ახლა კი ამ ციფრმა 65%-ს მიაღწია.  

ერდოღანის თქმით თურქეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი პირველ კვარტალში 7.4%-ით დაფიქსირდა და ამ ციფრით G-20 ქვეყნებს შორის ინდოეთის შემდეგ თურქეთი მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის კი პირველ ადგილზე და ამან უმუშევრობაც მნიშვნელოვნად შეამცირა.

იგი სირიის აფრინის რეგიონში წარმოებულ ზეთისხილის რტოს სახელწოდების ანტიტერორისტულ ოპერაციასაც შეეხო და თქვა, რომ სულ ლიკვიდირებულ იქნა 4600 ტერორისტი.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ აშშ-თან მიღწეული საგზაო რუკით, ქურთული ტერ ორგანიზაცია PKK/PYD/YPG-ე მალე დაიწყებს სირიის მანბიჩის რეგიონიდან გასვლას



მსგავსი ინფორმაციები