ერდოღანმა რამაზან ბაირამის ლოცვის შემდეგ პრეს კონფერენცია გამართა

მან იდლიბიდან სირიელ ლტოლვილთა ახალი ნაკადის შესახებ ისაუბრა

992998
ერდოღანმა რამაზან ბაირამის ლოცვის შემდეგ პრეს კონფერენცია გამართა

 

ერდოღანმა რამაზან ბაირამის ლოცვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში უპასუხა რა მათ კითხვებს სირიის ქალაქ იდლიბიდან ლტოლვილთა ახალი დიდი ნაკადის თურქეთში შესაძლო შემოსვლის თაობაზე, რომლის შესახებაც განაცხადა გაერომ, თქვა, რომ ამ საკითხს დეტალურად იხილავენ რუსეთთან და ირანთან ერთად.

"იდლიბს, იქ შეფარებული ზოგიერთი ტერ ორგანიზაციის გამო მასიურად ბომბავს ასადის რეჟიმი. ჩვენი სურვილია, რომ ამ ქალაქშიც, ისევე როგორც აფრინში, მალე დაისადგუროს სიმშვიდემ. იდლიბიდან ლტოლვილთა ახალი ნაკადი იქნება თუ არ იქნება ეს ჯერ ჯერობით არ არის ცნობილი და ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ, ეს გამორიცხულიც არ არის და ამიტომ ამ საკითხს რუსეთთან და ირანთან ერთად ვიხილავთ. ამ ეტაპზე, ქალაქ თელ რიფატს მნიშვნელოვანი პოზიცია აქვს. რამდენადაც მინიმუმზე დავიყვანთ დევნილთა ნაკადს, იმდენად უფრო უკეთესი იქნება ჩვენთვის“, განაცხადა ერდოღანმა



მსგავსი ინფორმაციები