თურქეთმა პროკოპის პავლოპულოსის განცხადება მკაცრად დაგმო

თურქეთმა პროკოპის პავლოპულოსის განცხადება მკაცრად დაგმო

987709
თურქეთმა პროკოპის პავლოპულოსის განცხადება მკაცრად დაგმო

თურქეთმა საბერძნეთის პრეზიდენტ, პროკოპის პავლოპულოსის ეგეოსის საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება მკაცრად დაგმო. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აქსოიმ,  პავლოპულოსის ევროკავშირის  „ნატურა 2000“ პროგრამის ფარგლებში საზღვრების და   ტერიტორიების რთული ურთიერთობების შესახებ გაკეთებული განცხადება შეაფასა, რომელშიც იგი აცხადებს: „ევროკავშირს კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ, რომ ეგეოსის საკითხთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე საბერძნეთის  პოლიტიკის ნაწილი არ გახდეს. ასევე საკითხთან დაკავშირებით საბერძნეთის პრეზიდენტ პავლოპულოსის განცხადებაც მინდა შევაფასო და ავღნიშნო, რომ მას არანაირი სამართლებრივი დასაყრდენი არ გააჩნია. ჩვენი ქვეყანა საბერძნეთის,  ეგეოსის ზღვაში ნებისმიერი სახის გეოგრაფიულ ფორმირებებს არ დაუშვებს“.



მსგავსი ინფორმაციები