თურქეთმა ამერიკის გადაწყვეტილება მკაცრად დაგმო

თურქეთმა ამერიკის გადაწყვეტილება მკაცრად დაგმო

984156
თურქეთმა ამერიკის გადაწყვეტილება მკაცრად დაგმო

თურქეთმა, აშშ-ს მიერ პალესტინელებთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოზე წარდგენილი რეზოლუციის მიმართ ვეტოს უფლების გამოყენება მკაცრად დაგმო. საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ღაზის სექტორში მიმდინარე წლის 14 მაისს განხორციელებული მასიური მკვლელობის შესახებ კუვეიტის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში შეტანილი რეზოლუციის მიმართ აშშ-ს მხრიდან ვეტოს უფლების გამოყენებას მკაცრად ვგმობთ. საერთაშორისო სტაბილურობის და მშვიდობის გარანტად მიჩნეული გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სამშვიდობო აქციის გამმართველი ადამიანების მიმართ გამოყენებული ძალადობის დაგმობა და პალესტინელი ხალხის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დაცვის გარანტის მინიჭების ამსახველი რეზოლუციის მიმართ ვეტოს უფლების გამოყენებას, ახსნა არ აქვს“. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თურქეთი უპირველეს ყოვლისა, გაეროს გენერალური ასამბლეასა და  ყველა პლატფორმაზე პალესტინელების უფლებებს დაიცავს.



მსგავსი ინფორმაციები