ერდოღანმა მკაცრად დაგმო ისრაელის ძალადობრივი ქმედებები

“ანკარა მზადაა ყველანაირი დახმარებები აღმოუჩინოს პალესტინელებს“

971037
ერდოღანმა მკაცრად დაგმო ისრაელის ძალადობრივი ქმედებები

 

ოფიციალური ვიზიტით ინგლისში მყოფი პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი თურქ სტუდენტებს შეხვდა. მან მწვავე რეაქცია გამოხატა აშშ-ს ისრაელის საელჩოს იერუსალიმში გადატანის დროს ათობით პალესტინელის ისრაელის სამხედროების მიერ მკვლელობაზე და თქვა, რომ "ისრაელის სახელმწიფო ტერორს ახორციელებს. ისრაელი ტერორისტული  სახელმწიფოა... ის რასაც ისრაელი აკეთებს გენოციდია რომელი მხრიდანაც არ უნდა  იყოს თუნდ ისრაელი თუნდ ამერიკა  მე ვწყევლი მას". მისივე თქმით, დაშავებულების რაოდენობამ 2500 კაცს გადააჭარბა, რომელთა შორის მრავლად არიან მძიმედ დაჭრილებიც და მათ საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა ჭირს, ამიტომაც ანკარა მზადაა ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს მათ. “ისრაელი 1948 წლიდან დაწყებული აგრძელებს პალესტინის ოკუპაციას და ამის ხარჯზე მისი ტერიტორიები ფართოვდება, ხოლო პალესტინისა კი მცირდება და ერთი მუჭაღა დარჩა. ახლა ისრაელი ამ ერთი მუჭა ტერიტორიიდანაც აპირებს პალესტინელების განდევნას და მისი ეს თავდასხმები მიმართულია სამოქალაქო პირების წინააღმდეგ, რომლებიც მხოლოდ მშვიდობიანი გამოსვლებით თავიანთ დემოკრატიულ უფლებებს იცავენ. მოკლედ, ისრაელის მახინჯი სახე კიდევ ერთხელ გამოჩნდა“, ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა და დაამატა: “პრემიერმინისტრ ილდირიმთან კონსულტაციით ჩვენ ზოგიერთი გადაწყვეტილებები მივიღეთ. პალესტინელი ხალხის სოლიდარობის მიზნით, თურქეთში 3 დღიანი გლოვა გამოვაცხადეთ, ამასთან პარასკევს ისლამის თანამშრომლობის ორგანიზაციას საგანგებო სხდომის მოწვევა შევთავაზეთ, ხოლო იმავე დღეს, შუადღის ლოცვის შემდეგ სტამბოლის იენიკაფის მოედანზე პალესტინელების მხარდამჭერ დიდ მიტინგს გავმართავთ. გარდა ამისა გაეროს გენერალური ასამბლეის სასწრაფოდ მოწვევაც მოვითხოვეთ, ხვალ კი თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისი სპეციალური დღის წესრიგით შეიკრიბება, თურქული ჰუმანიტარული საზოგადოება Kızılay-ი სასწრაფო დახმარების სახით 100 ათას დოლარს გაუგზავნის ღაზის საავადმყოფოებს, ხოლო ამის პარალელურად საგანგებო სიტუაციების სამმართველო და თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ღაზელი დაჭრილების ევაკუაციის მიზნით შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებენ“, განაცხადა ერდოღანმა



მსგავსი ინფორმაციები