ერდოღანსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პრეზიდენტ რეჯებ თაიპ ერდოღანსა და რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

968387
ერდოღანსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პრეზიდენტ რეჯებ თაიპ ერდოღანსა და რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

საუბრის დროს განხილული იქნა ამერიკის შეერთებული შტატების ირანთან 2015 წელში დადებული ბირთვული შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის გადაწყვეტილება.   

ერდოღანმა და პუტინმა აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება მცდარია და ეს გეგმა სინამდვილეში დიპლომატიური წარმატებაა, რომლის დაცვაც საჭირო იყო.

მათ ასევე განაცხადეს, რომ ბოლო დღეებში სირიის საკითხზე გაზრდილი დაძაბულობა შემაშფოთებელია.  

პრეზიდენტმა ერდოღანმა საუბრის დროს რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს პუტინს ასევე 7 მაისს დადებული ფიცის ცერემონიით პრეზიდენტის პოსტზე მეოთხე ვადით მოვალეობის შესრულების ოფიციალურად დაწყება მიულოცა.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები