აფრინში ერთი სამხედრო დაიღუპა

განაღმვითი სამუშაოების დროს ხელნაკეთი ასაფეთქებლის ამოქმედების შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა

963595
აფრინში ერთი სამხედრო დაიღუპა

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის აფრინის რეგიონში წარმოებული ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს ფარგლებში გაწმენდითი და განაღმვითი სამუშაოების დროს ხელნაკეთი ასაფეთქებლის ამოქმედების შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა.

თურქეთის შეიარაღებული ძალების განცხადებაში ნათქვამია: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი დაღუპული თანამებრძოლის გამო, შეჰიდის მგლოვიარე ოჯახს, თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და თურქ ერს სამძიმარს ვიცხადებთ, დაჭრილი გმირის ოჯახს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.“



მსგავსი ინფორმაციები