გლობალური პერსპექტივა 17

თურქეთის საპრეზიდენტო სისტემის პირველი არჩევნები

958628
გლობალური პერსპექტივა 17

გლობალური პერსპექტივა 25.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

თურქეთის საპრეზიდენტო სისტემის პირველი არჩევნები

 

თურქეთში, მიმდინარე წლის 24 ივნისს საპრეზიდენტო სისტემის პირველი არჩევნები უნდა ჩატარდეს.  პირველი საპარლამენტო არჩევნები თურქეთში, ოსმალეთის პერიოდში, 1876 წელს ჩატარდა. ამას კი 1878, 1908, 1912, 1914 და 1919 წლის არჩევნები მოჰყვა.  რესპუბლიკურ ეპოქაში, ე.ი. ერთპარტიული მმართველობის პერიოდში კი მთლიანობაში 25-ჯერ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები.  მრავალპარტიული მმართველობის პერიოდში, რომლის დასაწყისიც 1946 წელია, მას შემდეგ 19-ჯერ ჩატარდა არჩევნები. ახლა, რიგით მე-20  არჩევნები, მიმდინარე წლის 24 ივნისს უნდა ჩატარდეს. 

ახლა ამ თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

თურქეთში 1876 წელს ჩატარებული პირველი საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული, მიმდინარე წლის 24 ივნისს ჩასატარებელი არჩევნების ჩათვლით 32-ჯერ უნდა ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები.

სხვადასხვა საარჩევნო პერიოდები

რა თქმა უნდა, თითოეულ არჩევნებს ან კიდევ წინასაარჩევნო პერიოდს საკუთარი მახასიათებელი თვისებები გააჩნია. ოსმალეთის პერიოდში ჩატარებული არჩევნები ფადიშაჰის, ხალიფას და შეიხულისლამის მსგავსი რელიგიური დაწესებულებების არსებობის პერიოდში ჩატარებული არჩევნები გახლდათ. თურქეთმა, დემოკრატიის საკითხში ხალიფობის და შეიხულისლამობის მსგავსი პერიოდები გაიარა რა,    ისლამის და დემოკრატიის ზღვარამდის მივიდა. 1923-1943 წლების პერიოდში, თურქეთში ერთპარტიული არჩევნები ტარდებოდა. თურქეთი მრავალპარტიულ არჩევნების პერიოდზე 1946 წლიდან გადავიდა. 1876-1943 წლებში ჩატარებული არჩევნები ორ ეტაპიანი, ხოლო 1946 წლიდან დღემდე ჩატარებული არჩევნები ერთ ეტაპიანია. ორ ეტაპიანი არჩევნები დღეისათვის აშშ-ში არსებული საარჩევნო სისტემაა. ორ ეტაპიანი საარჩევნო სისტემა ზოგადად ამომრჩევლისადმი უნდობლობაა.  

თურქეთი, მიმდინარე წლის 24 ივნისს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად,  პირველად რესპუბლიკის ისტორიაში, საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლის პირველ არჩევნებს ჩაატარებს.

არჩევნების მნიშვნელობა

დემოკრატია, ძალაუფლებას იღებს ლეგიტიმაციისაგან. წარსულში  პოლიტიკურ სისტემებს ლეგიტიმაციის სხვადასხვა მეთოდები ჰქონდა. ასევე შიძლება იყოს მომავალშიც. მაგრამ დღეისათვის დემოკრატიის თვალსაზრისით, ყველაზე კარგი სისტემა არჩევნებია. ამიტომ არჩევნები, მმართველებსა და ამომრჩეველს შორის ყველაზე კარგი კავშირია. არჩევნების მეთოდით ძალაუფლების მომპოვებელი მთავრობები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე უფრო ძლიერად შეიძლება წარსდგეს ყველა პრობლემის წინაშე. მაგრამ მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე ეს სიტუაცია პირიქითაა. ასეთი მმართველები საკუთარი ხალხის მიმართ უფრო ზეწოლითი პოლიტიკით გამოირჩევიან, ხოლო საერთაშორისო არენაზე უფრო სუსტნი არიან. ამიტომ ისინი დასაყრდენს, საკუთარი ხალხის ნაცვლად საერთაშორისო მხარდამჭერებისგან ელიან.

თუ დემოკრატია-განვითარების ურთიერთობას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ პოლიტიკურ სისტემას რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ქვეყნები, დემოკრატიის გზით მართული ქვეყნებია. ყველაზე განუვითარებელი და წარუმატებელი  კი, ანტი-დემოკრატიული მეთოდებით მართული ქვეყნებია.  ეკონომიკური განვითარება მხოლოდ დემოკრატიის ღირებულებებით და  მშვიდობით  არის შესაძლებელი.

დემოკრატიის, თავისუფლების, პლურალიზმის და ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა 2000-იანი წლების შემდგომი თურქეთი გახლავთ. 1997 წლის 28 თებერვლის გადატრიალების შემდეგ  ანტი-დემოკრატიული პოლიტიკა წარიმართა და ასევე ეროვნული შემოსავალი 2000 $-მდე დავიდა. 2000-იანი წლების შემდგომ პერიოდში წარმართული პოლიტიკა,  როგორც ყველა სფეროში ასევე ეკონომიკის თვალსაზრისითაც ნათლად აისახა. ეროვნულმა შემოსავალმა ამ პერიოდისათვის 10 ათას დოლარს მიაღწია. თურქეთში პირველი არჩევნები 1876 წელს ჩატარდა რა, ამ თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, თურქეთის დემოკრატიის ისტორია მრავალი ქვეყნის ისტორიაზეც დიდია. ამ 142 წლიანი პერიოდის მანძილზე თურქეთში სხვადასხვა მმართველობა მოვიდა სახელმწიფოს სათავეში, მაგრამ,  მათგან ყველასი მთავარი მიზანი, დემოკრატიის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება გახლდათ. დღეისათვის გერმანიაში, ავსტრიაში და ჰოლანდიაში იქ მცხოვრებ თურქებს სასურველ კანდიდატებზე ხმის მიცემის პროპაგანდის გამართვის ნებართვა არ ეძლევათ რა, ამ თვალსაზრისით ყველას შეუძლია, თურქეთის გამოცდილებას და გადადგმულ ნაბიჯებს გადაავლოს თვალი. ამიტომ შეიძლება ითქვას რომ დღეისათვის მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე გამჭვირვალე არჩევნებს სწორედ, რომ თურქეთი ატარებს,  წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები