ილდირიმმა სირიაში განხორციელებული ოპერაცია შეაფასა

ილდირიმმა სირიაში განხორციელებული ოპერაცია შეაფასა

951920
ილდირიმმა სირიაში განხორციელებული ოპერაცია შეაფასა

თურქეთის პრემიერმინისტრმა დღეს, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP)  თუზლას კონგრესებზე სიტყვით გამოსვლისას,  აშშ-ს მეთაურობით სირიაში,  ასადის რეჟიმის წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო ოპერაცია შეაფასა და განაცხადა: „სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებით უდანაშაულო ადამიანები იხოცებიან. სირიის რეჟიმი 7 წელია მსგავს ქმედებებს ჩადის. დასავლეთს ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ გაახსენდა უდანაშაულო ადამიანების ხოცვა-ჟლეტა და ამის შემდეგ მიიღო შესაბამისი რეაგირების გადაწყვეტილება. სამწუხაროდ ეს დაგვიანებული ნაბიჯია. მაგრამ, რეგიონში მკვლელი რეჟიმის წინააღმდეგ გადადგმული სწორი ნაბიჯია. ამიტომ მას დადებითად ვაფასებთ. თურქეთი თუნდ ქიმიური თუნდაც სხვა იარაღით უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას ეწინააღმდეგება და სამოქალაქოების დაცვის მომხრეა“.



მსგავსი ინფორმაციები