პრეზიდენტმა ერდოღანმა ჰათაიში ერთ-ერთი სასაზღვრო განყოფილება მოინახულა

პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა ჰათაიში ერთ-ერთი სასაზღვრო განყოფილება მოინახულა

942421
პრეზიდენტმა ერდოღანმა ჰათაიში ერთ-ერთი სასაზღვრო განყოფილება მოინახულა
cumhurbaskani karakol ziyaret3.jpg
cumhurbaskani karakol ziyaret2.jpg
cumhurbaskani karakol ziyaret1.jpg

პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა ჰათაიში ერთ-ერთი სასაზღვრო განყოფილება მოინახულა.

სამხედროებისათვის მხარდაჭერის გამოსახატავად პრეზიდენტთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ მინისტრები, გაერთიანებული შტაბის მეთაური და სპორტსმენებისგან და ხელოვანებისგან შემდგარი 200 კაციანი ჯგუფი.

პრეზიდენტმა სამხედროებს სიტყვით სამხედრო ფორმაში მიმართა და თურქეთის შეიარაღებული ძალების სირიის აფრინის რეგიონში წარმოებულ ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ზეც ისაუბრა.

ერდოღანის განცხადებით, ოპერაციის შედეგად განეიტრალებულ ტერორისტთა რაოდენობამ 3 ათას 852-ს მიაღწია და თურქი ერის ისე შეიკრა, როგორც ბოლოს ჩანაქქალეს განმანთავისუფლებელი ომის დროს.

მისივე თქმით, ოპერაციის შედეგად, რომელიც ორი თვეც კი არ გაგრძელებულა და რომელსაც მსოფლიო გაკვირვებით და აღტაცებით აკვირდებოდა, ქალაქ აფრინის ცენტრი იქნა აღებული, რაც ნამდვილად ისტორიული წარმატებაა. პრეზიდენტმა ოპერაციაში მონაწილე ყველა სამხედროს, ჟანდარმერიას, პოლიციას, მცველებს, დაზვერვის წამომადგენლებს, თავისუფალი სირიის არმიის წევრებს მიულოცა და ოპერაციის მხარდამჭერს ყველა ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა.

„აფრინში მიღწეული წარმატების შემდეგ თურქეთის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. აფრინის საგა პასუხია მათთვის, ვინც თურქეთის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები არ იცის.“- აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა და დაამატა, რომ ერის სიმშვიდის და კეთილდღეობისთვის რაც საჭიროა აკეთებენ და მომავალშიც გააკეთებენ.  



მსგავსი ინფორმაციები