თურქეთმა ანგელა მერკელის განცხადება გააკრიტიკა

თურქეთმა ანგელა მერკელის განცხადება გააკრიტიკა

934964
თურქეთმა ანგელა მერკელის განცხადება გააკრიტიკა

თურქეთმა, გერმანიის კანცლერ,  ანგელა მერკელის თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის აფრინის რეგიონში წარმოებული „ზეთისხილის რტო“-ს სახელწოდების ოპერაციის შესახებ გაკეთებულ განცხადებას მიუღებელი უწოდა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „აფრინში გადაღებული მონაცემები, რომლებიც რეგულარულად საზოგადოებისთვის გაზიარება ხდებოდა, მისი შავ პროპაგანდად გამოყენება,  ზომებს გადაცილებული და უსაფუძვლო ბრალდებებია. აფრინის რეგიონში სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, PKK-ს სირიის ფრთა PYD/YPG-ს მხრიდან დანაღმული ასაფეთქებლების გარდა საშიში არაფერია, რომლების გაწმენდაც სწრაფი მეთოდებით ხდება, რათა რეგიონში სრული  სიმშვიდე დამყარდეს. გერმანიის კანცლერის გუშინ ბუნდესტაგში „ზეთისხილის რტო“-ს ოპერაციის შესახებ გაკეთებული განცხადებები სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება და იგი  ჩვენთვის მიუღებელია. თურქეთმა აფრინში განხორციელებული ოპერაცია მისი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რეგიონის ტერორისტებისგან გაწმენდის მიზნით განახორციელა. ამის საპასუხოდ ზოგიერთი მოკავშირეების მხრიდან  მომხდარის,  ტერორისტების ტენდენციების დამცავი განცხადებების გაკეთებას უჩვეულოდ აღვიქვამთ“.  



მსგავსი ინფორმაციები