აფრინის გარშემო რკალი ვიწროვდება

ლიკვიდირებულია 3569 ტერორისტი

931944
აფრინის გარშემო რკალი ვიწროვდება

 

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის აფრინის რეგიონში მიმდინარე ოპერაცია "ზეთისხილის რტოს" ფარგლებში განეიტრალებულ ტერორისტთა რაოდენობა 3569-მდე გაიზარდა.

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაციის 56-ე დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, გუშინ, კიდევ ათობით ტერორისტი იქნა განეიტრალებული, რითაც PKK- KCK -PYD- YPG და DEAŞ-ის განეიტრალებულ ტერორისტთა რაოდენობა 3569-მდე გაიზარდა.

აქვე ასევე აღნიშნულია, რომ თურქულმა და სირიის თავისუფალი არმიის მებრძოლებმა კიდევ 4 დასახლება გაათავისუფლეს და გადაკეტეს აფრინისკენ მიმავალი გზა რა, აფრინის ჩრდილოეთ უბნებში შევიდნენ.

ასე რომ, ოპერაციის აქეთ სულ 224 დასახლება გათავისუფლდა ტერორისტებისგან და აღებულ იქნა 44 სტრატეგიული მთა და მაღლობი.

თურქეთის შეიარაღებული ძალები განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე აფრინის რეგიონში ოპერაცია "ზეთისხილის რტო" PKK/ KCK/ PYD-YPG-ს და DEAŞ-ის წევრი ტერორისტების გასანეიტრალებლად, ასევე, მეგობარი და მოძმე რეგიონის ხალხის მათი ზეწოლისგან და ძალადობისგან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს



მსგავსი ინფორმაციები