ერდოღანმა აფრინის ოპერაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ერდოღანმა აფრინის ოპერაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

930048
ერდოღანმა აფრინის ოპერაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის აფრინის რეგიონში დაწყებული ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს ფარგლებში მნიშვნელოვანი წინსვლა განახორციელეს. მან ამის შესახებ გუშინ,  პრეზიდენტის სასახლეში მედიცინის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი მიზანი რეგიონის ტერორისტებიდან გაწმენდაა და არა მისი ოკუპაცია.  ერდოღანმა რეგიონში მოქმედ ტერორისტებზე მხარდამჭერი ქვეყნები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხად: „მათ რეგიონში იარაღები ჩამოაქვთ. ჩვენ კი თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციით,   თურქეთის საგანგებო სიტუაციების სააგენტო AFAD-ით და რელიგიური საქმეთა სამმართველოს ფონდით  ჩავდივარ. ჩვენს შრის განსხვავებაც სწორედ ესაა.“ პრეზიდენტმა სახელის ხსენების გარეშე,  აშშ-ც გააკრიტიკა და დაამატა: „სირიაში 20-მდე ბაზა შექმენით. ეს ბაზები რა მიზნით შექმენით? ან თურქეთის ან კიდევ ირანის საწინააღმდეგოდ არა? თორემ რუსეთის წინააღმდეგ ვერც გამოიყენებთ. ეს კი მესამე მსოფლიოს დაწყებას ნიშნავს. ჩვენ ამ რეგიონთან საზღვრები გაგვაჩნია. აშშ  საზღვრები აქვს ამ რეგიონთან? ან კიდევ კოალიციის ძალებს საზღვრები აქვთ? რუსეთი რეჟიმით მოქმედებს, კარგით მაგრამ, კოალიციის ძალები ვისთან ერთად მოქმედებენ?“  


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #აფრინი , #განცხადება

მსგავსი ინფორმაციები