ასტანის მორიგი მინი სამიტი 16 მარტს შესდგება

სამი ქვეყნის დიპლომატი მასზე ერთ წლიან ანგარიშს განიხილავენ

923779
ასტანის მორიგი მინი სამიტი 16 მარტს შესდგება

 

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სირიის სამი გარანტორი ქვეყნის, თურქეთის, რუსეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები სირიის საკითხზე მორიგ შეხვედრას ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 16 მარტს გამართავენ და მასზე ასტანის პროცესის ერთწლიან ანგარიშს განიხილავენ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დიპლომატების შეხვედრამდე 1 დღით ადრე ტექნიკურ დონეზე შეხვედრა გაიმართება და მასზე სირიაში დაკავებულთა გათავისუფლების, დაკარგულთა ძებნის და დაღუპულთა დაკრძალვის საკითხებზე იმსჯელებენ.

“ასტანის შეკრებაზე მიწვეულია გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სირიაში სტეფან დე მისტურაც და ამჯერად მასში მონაწილეობას არ მიიღებენ არც საერთაშორისო დამკვირვებლები და არც სირიული მხარეები“, აღნიშნულია ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გავრცელებულ განცხადებაში  



მსგავსი ინფორმაციები