პრემიერმა აფრინის ოპერაცია კიდევ ერთხელ შეაფასა

“გათავისუფლებულ ადგილებს მის ნამდვილ პატრონებს დავუბრუნებთ“

922474
პრემიერმა აფრინის ოპერაცია კიდევ ერთხელ შეაფასა

 

პრემიერ მინისტრი ბინალი ილდირიმი სიტყვით გამოვიდა მუგლას ოლქის თანაპარტიელ ქალთა კონგრესზე და შეფასება მისცა რა სირიის აფრინის რეგიონში წარმოებულ ზეთისხილის რტოს ანტიტერორისტულ ოპერაციას, თქვა, რომ როგორც ევფრატის ფარის ოპერაციის დროს ტერორისტებისგან განთავისუფლებულ ტერიტორიებზე შექმნეს უსაფრთხო ზონები და მამა-პაპური ადგილებიდან აყრილ მოსახლეობას დაუბრუნეს ეს ადგილები, აფრინის რეგიონშიც ასევე იმოქმედებენ და გათავისუფლებულ ადგილებს მის ადგილობრივ მცხოვრებლებს, ე.ი. აფრინს აფრინელებს დაუბრუნებენ.

"ტერორიზმთან ბრძოლა არის ჩვენი ყველაზე ლეგიტიმური უფლება, ჩვენ გვინდა რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა, გვინდა შევქმნათ ნდობის გარემო და სწორედ ამისათვის ვიბრძვით. ჩვენ სირიაში იმიტომ ვართ, რომ  ჩვენი ძმები ტანჯვისაგან გავათავისუფლოთ", განაცხადა ილდირიმმა და დაამატა, რომ ანტიტერორისტულ ოპერაციებს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ბოლო ტერორისტის ლიკვიდაციამდე გააგრძელებენ



მსგავსი ინფორმაციები