ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს ბოლო მონაცემები გენშტაბმა გაავრცელა

ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს ბოლო მონაცემები გენშტაბმა გაავრცელა

920536
ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს ბოლო მონაცემები გენშტაბმა გაავრცელა

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის აფრინის რეგიონში წარმოებული ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს ფარგლებში განეიტრალებულ ტერორისტთა რაოდენობა 2222-მდე გაიზარდა. გაერთიანებული შტაბის მიერ  გავრცელებული  განცხადების თანახმად,  ოპერაცია „ზეთისხილის რტო“, რომელიც მიმართულია ტერ ორგანიზაციების PKK/KCK/PYD-YPG-ს და DEAŞ-ის წევრების გასანეიტრალებლად  დღეს განხორციელებული სახმელეთო და საჰაერო ოპერაციების ფარგლებში კიდევ 38 ტერორისტი იქან ლიკვიდირებული. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 20 იანვარს დაწყებული  ოპერაციიდან  დღემდე განეიტრალებულ ტერორისტთა რაოდენობა 2222-მდე გაიზარდა. მეორეს მხრივ თურქეთის შეიარაღებული ძალების და თავისუფალი სირიის არმიის მიერ წარმოებული ოპერაციის შედეგად აფრინის ჩრდილო-დასავლეთით, რაჯუს რეგიონში შეიხ მუჰამმედის, სოფლები ტერ ორგანიზაცია YPG/PKK-DEAŞ-ისგან გათავისუფლებულ იქნა.



მსგავსი ინფორმაციები