თურქეთ-აშშ-ს შორის შექმნილი ერთობლივი მექანიზმის პირველი შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართება

შეხვედრა 8-9 მარტს გაიმართება

919766
თურქეთ-აშშ-ს შორის შექმნილი  ერთობლივი მექანიზმის პირველი შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართება

თურქეთ-აშშ-ს შორის შექმნილი  ერთობლივი მექანიზმის   პირველი შეხვედრა ვაშინგტონში 8-9 მარტს გაიმართება. აღნიშნული მექანიზმის სამი ჯგუფი ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს, ერაყის და სირიის საკითხებზე იმუშავებს. აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრ,  რექს ტილერსონის 15-16 თებერვალს ანკარაში ვიზიტის დროს ორ ქვეყანას შორის სირიის, ერაყის და FETÖ-ს საკითხებთან დაკავშირებით სამი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას იქნა მიღწეული. კომიტეტი, რომელმაც სირიის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი უნდა განიხილოს, 8-9 მარტს პირველ შეხვედრას ვაშინგტონში გამართავს. შეხვედრაზე თურქეთის მთავარი მოთხოვნა, მდინარე ევფრატის დასავლეთით მდებარე,  მემბიჯის  რაიონიდან სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია  PYD/PKK-ს გაყვანა იქნება. მხარეებს მეორე სამუშაო ჯგუფების შეხვედრის თარიღები ჯერ არ დაუდგენიათ.



მსგავსი ინფორმაციები