ანკარამ დაგმო ამერიკის იერუსალიმის გადაწყვეტილება

ეს არის “უკიდურესად შემაშფოთებელი“ ნაბიჯი

917348
ანკარამ დაგმო ამერიკის იერუსალიმის გადაწყვეტილება

 

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ თურქეთი, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ თავისი საელჩოს, მაისის თვეში ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილების გამო  "უკიდურესად შეშფოთებელია".

"აშშ-ის ამ უკიდურესად შემაშფოთებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ, თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას, რათა პალესტინელი ხალხის  კანონიერი უფლებები საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად დაიცვას“ ნათქვამია  ამ განცხადებაში.

ამავე განცხადებით აშშ-მა ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მისთვის არაფერს წარმოადგენს არც საერთაშორისო სამართალი და არც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მხრიდან იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილებები, რითაც დიდ დარტყმას აყენებს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესს



მსგავსი ინფორმაციები