ილდირიმმა BBC-ს ინტერვიუ მისცა

მან აქტუალურ თემებზე ისაუბრა

910563
ილდირიმმა BBC-ს ინტერვიუ მისცა

თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა საინფორმაციო სააგენტო, BBC-ს ინტერვიუ მისცა რა, დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ,  სირიის აფრინის რეგიონში   PKK/KCK/PYD-YPG-ს და DEAŞ-ის ტერორისტების გასანეიტრალებლად, მეგობარი და მოძმე რეგიონის ხალხის ტერორისტების ძალადობისგან გასათავისუფლებლად დაწყებული ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ -ს მთავარი მიზანი, თურქეთის მიმართ განხორციელებული თავდასხმების აღკვეთაა. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპერაციის დაწყებიდან დღემდე აფრინის რეგიონიდან თურქეთის მიმართულებით 107 სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ილდირიმის თქმით, რეგიონში ტერორისტები ადგილობრივ ქურთ, თურქმენ და არაბ ხალხზე ზეწოლას ახორციელებენ. „ოპერაციის მსვლელობისას სამოქალაქოების უსაფრთხოებისათვის ყველა ზომები მიღებულია. ამიტომ, სამოქალაქოების დასაცავად ყველაზე ბოლო სიტყვის თქმის უფლება, საფრანგეთს აქვს. მათი მხრიდან აფრიკაში ჩადენილი დანაშაულები ყველამ კარგად იცის. ასევე, ბალკანეთის და პირველი მსოფლიო ომის დროს  ალჟირში და ტუნისში მათი მხრიდან ჩადენილი ყველამ კარგად იცის.  საფრანგეთმა ჯერ თავის ისტორიას უნდა გადახედოს. რეგიონში ტერორისტები საკუთარი თავის დამალვის მიზნით სახელს იცვლიან. ამისათვის კი საკმარისი მტკიცებულებები გვაქვს,“ განაცხადა ილდირიმმა. პრემიერმა  BBC-ისთან  ინტერვიუს დროს, აშშ-ს ტერორისტების მფარველობის საკითხსაც შეეხო და განაცხადა: „თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ მნიშვნელოვან ბრძოლას ეწევა ამიტომ, PKK-ს ჩრდილოეთ ერაყში არსებობის შანსი ამოეწურა და ახლა, აშშ-ს მფარველობით სირიაში აპირებენ განლაგებას. ამას თვით ამერიკელებიც აღიარებენ. ისინი ტერორიზმის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. ამიტომ, ჩვენი მოლოდინია როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, მისი რეალური პოზიცია დააფიქსიროს. სირიის ქალაქ, მემბიჯში PKK/KCK/PYD-YPG-ს მფარველობა თურქეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. თურქეთის სუვერენიტეტის საწინააღმდეგო ნაბიჯია. მემბიჯში მცხოვრებთა 90%-ი არაბებია. იქ ტერორისტებს რა საქმე აქვთ? უბრალოდ ეს, მათი თურქეთის წინააღმდეგ დამოკიდებულებაა. აშშ ჩვენს წინააღმდეგ ტერორისტების დაცვას თუ გააგრძელებს, სიტუაცია შეიცვლება. ანკარა-ვაშინგტონს შორის სიტუაციის დაძაბვა კი ამერიკისთვისაც ზარალის მომტანი იქნება. ამერიკა ნატოს მოკავშირეობის ვალდებულებას არ ასრულებს.“



მსგავსი ინფორმაციები