აღმოსავლეთ ანატოლიაში ანტიტერორისტული ბრძოლა გრძელდება

ჩუქურჯაში 1 ჯარისკაცი დაიღუპა

907556
აღმოსავლეთ ანატოლიაში ანტიტერორისტული ბრძოლა გრძელდება

 

ჰაქქარის გუბერნიიდან გავრცელებული ინფორმაციით, ამ ოლქში შემავალ ჩუქურჯას რაიონის ზერ თეფეს სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს ტერ ორგანიზაცია პკკ-ას წევრებმა, რის შედეგადაც შეჰიდი გახდა კიდევ ერთი ჯარისკაცი.

ამ თავდასხმის კვალდაკვალ თურქულმა ძალებმა მასიური ცეცხლი გაუხსნეს იმ ადგილს, საიდანაც წამოვიდა სარაკეტო თავდასხმა, ხოლო ამის პარალელურად ტერორისტების გასანეიტრალებლად  რეგიონში ფართომასშტაბიანი ოპერაციაც დაიწყო.

ამავე ინფორმაციით შემდინლის რაიონში მიმდინარე ანტიტერორისტული ბრძოლის ფარგლებში ლიკვიდირებულ იქნა 1 სეპარატისტი  



მსგავსი ინფორმაციები