საბრძოლო თვითმფრინავებმა აფრინის რეგიონში PYD/PKK-ს ობიექტები გაანადგურეს

ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ს ფარგლებში განეიტრალებულ ტერორისტთა რაოდენობა 1028-მდე გაიზარდა

906794
საბრძოლო თვითმფრინავებმა აფრინის რეგიონში PYD/PKK-ს ობიექტები გაანადგურეს

თურქეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, სირიის აფრინის რეგიონში მიმდინარე ოპერაცია ზეთისხილის რტო“ში მონაწილე ერთი სამხედრო დაიღუპა.  

განცხადებაში ნათქვამია: „ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ს ფარგლებში 2018 წლის 9 თებერვალს აფრინის სამხრეთ-დასავლეთით ტერორგანზიაცია PKK/KCK/PYD-YPG-ს და DEAŞ-ის წევრების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის დროს ჩვენი გმირი თანამებრძოლი დაიღუპა.“

ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ს ფარგლებში განეიტრალებულ ტერორისტთა რაოდენობა 1062-მდე გაიზარდა.

თურქეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო თვითმფრინავებმა სირიის აფრინის რეგიონში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PYD/PKK-ს ობიექტები გაანადგურეს.

საჰაერო ოპერაციის შედეგად თურქეთის შეიარაღებული ძალებისა და თავისუფალი სირიის არმიის კონტროლის ქვეშ მყოფ ბურსეას მთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ბაფილუნის მთის ჩათვლით მინიმუმ 19 ობიექტი დაიბომბა.

გაერთიანებულ შტაბში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაცია „ზეთისხლის რტო“ს ფარგლებში ტერორგანიზაცია PKK/KCK/PYD-YPG-ს და DEAŞ-ის განეიტრალებულ ტერორისტთა მთლიანი რაოდენობა 1062-მდე გაიზარდა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოპერაცია დაგეგმილის მსგავსად წარმატებულად გრძელდება.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოპერაცია დაგეგმილის მსგავსად წარმატებულად გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები