ომერ ჩელიქმა ჟან-ივ ლე დრიანი გააკრიტიკა

ომერ ჩელიქმა ჟან-ივ ლე დრიანი გააკრიტიკა

906517
ომერ ჩელიქმა ჟან-ივ ლე დრიანი გააკრიტიკა

თურქეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში ომერ ჩელიქმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ივ ლე დრიანი  „ზეთისხილის რტო“-ს ოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა. ჩელიქმა სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ლე დრიანის „ზეთისხილის რტო“-ს შესახებ გაკეთებული შეფასება დიდი შეცდომაა. იგი აცხადებს: თურქეთს საკუთარი საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის უფლება გააჩნია, მაგრამ საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სამოქალაქოების მკვლელობით არ უნდა ხდებოდეს.  ლე დრიანი ასევე აცხადებს, რომ თურქეთი საერთაშირისო  კანონმდებლობას არღვევს. ეს ყველაფერი სიცრუეა. თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას საერთაშირისო კანონმდებლობის ფარგლებში ახორციელებს. სამართლის დამრღვევები და დამნაშავეები ტერ ორგანიზაცია, PYD/YPG-სათვის იარაღის მიმწოდებლები არიან.“ მან ბოლოს ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი  ყოველგვარ ტერორის წინააღმდეგ ბრძოლას, ბოლომდე  გააგრძელებს.



მსგავსი ინფორმაციები