ვატიკანში მყოფი პრეზიდენტი ერდოღანი პაპ ფრანცისკეს შეხვდა

ოფიციალური ვიზიტით ვატიკანში მყოფი პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი კათოლიკეების სულიერ ლიდერს პაპ ფრანცისკეს შეხვდა

903997
ვატიკანში მყოფი პრეზიდენტი ერდოღანი პაპ ფრანცისკეს შეხვდა

ოფიციალური ვიზიტით ვატიკანში მყოფი პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი კათოლიკეების სულიერ ლიდერს პაპ ფრანცისკეს შეხვდა.

შეხვედრა ერთ საათზე მეტი გაგრძელდა.

ერდოღანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ჯერ აპოსტოლური სასახლის წინ გაიმართა.

პრეზიდენტ  ერდოღანსა და მის მეუღლეს სან დამასოს კართან პაპის რეზიდენციის გამგებელი მთავარეპისკოპოსი ჯორჯ განსვაინი მიეგება.  

დახვედრის ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტი ერდოღანი პაპთან პირისპირი შეხვედრის გასამართ ადგილზე მივიდა.

პაპი აპოსტოლურ სასახლეში სტუმრების მასაღებ ბიბლიოთეკის დარბაზში გასამართ შეხვედრამდე პრეზიდენტ ერდოღანს კართან მიეგება.

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა: „მადლობას მოგახსენებთ თქვენს მიერ გამოჩენილი ყურადღების გამო“. პაპმა კი ვიზიტის გამო მადლობა გადაუხადა.  

პრესისათვის დახურული შეხვედრა ერთ საათზე მეტი გაგრძელდა.



მსგავსი ინფორმაციები