ერდოღანმა ვატიკანსა და რომში ვიზიტამდე იტალიურ გაზეთ La Stampa-ს ინტერვიუ მისცა

მან აქტუალურ თემებზე ისაუბრა

903290
ერდოღანმა  ვატიკანსა და რომში ვიზიტამდე იტალიურ გაზეთ La Stampa-ს ინტერვიუ მისცა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვატიკანში და რომში განსახორციელებელი ვიზიტის წინ,  იტალიურ გაზეთ, La Stampa-სს ინტერვიუ მისცა რა, დღის წესრიგი შეაფასა და თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობაზეც ისაუბრა: „თურქეთის სურვილი, ევროკავშირში სრული წევრობა გახლავთ. ამის გარდა სხვა შემოთავაზებები ჩვე ვერ დაგვაკმაყოფილებს. ჩვენი ევროკავშირისგან  მოლოდინი კი სრული წევრობის შემაფერხებელი კრიტერიუმების გაუქმებაა. თურქეთის, კავშირში სრული წევრობა, ევროკავშირის ქვეყნების შიდა პოლიტიკის საკითხი არ უნდა იყოს.  თურქეთი ამჟამად კანდიდატი ქვეყანაა და მასზე დაკისრებულ ყველა ვალდებულებას ასრულებს, მაგრამ, პროცესის გასაგრძელებლად ევროკავშირმაც უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯი,“ განმაცხადა ერდოღანმა. პრეზიდენტმა  გაზეთ La Stampa-სთან ინტერვიუს დროს ვატიკანში ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა: „ამ ვიზიტის მთავარი თემა, იერუსალიმის საკითხი იქნება. პაპა ფრანცისკემ იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით დროულად და ეფექტიანად იმოქმედა რა, ქრისტიანულ სამყაროს სწორი მესიჯი გაუგზავნა. იერუსალიმი მხოლოდ მუსლიმანების პრობლემა არ გახლავთ. ჩვენ ორივე იერუსალიმის სტატუსს ვიცავთ და მისი დაცვის შესაძლებლობაც გაგვაჩნია. არცერთ ერს,  მის მიმართ თავისი ინტერესიდან გამომდინარე ნაბიჯის გადადგმა და სხვა მილიარდობით ადამიანი სამართლის დარღვევის უფლება არ გააჩნია.“ მან, ევროპის და აშშ-ს მხრიდან  PYD/YPG-ს ტერ ორგანიზაციებად აღიარება არ აღიარების საკითხსაც შეეხო და განაცხადა: „არასწორად იქცევიან,  ვინაიდან PKK-სა და  PYD/YPG-ს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს. ისინი ტერ ორგანიზაციები არიან, ამიტომ მათ შორის განსხვავება არასწორია. სირიაში არსებულმა ბოლო მდგომარეობამ  კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ ერთი რომელიმე ტერ ორგანიზაციის სხვა ტერ ორგანიზაციით  დამარცხება შეუძლებელია.“ მისივე თქმით ახლო აღმოსავლეთი გახლავთ რეგიონი, სადაც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა მრწამსის ადამიანები მშვიდობიან გარემოში ცხოვრობდნენ, მაგრამ, მათ ეს მშვიდობა, გარე ძალებმა დაურღვიეს რა, ამით როგორც მუსლიმანები ასევე ქრისტიანებიც ზარალდებიან.  ერდოღანმა ინტერვიუს დროს თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის აფრინის რეგიონში მიმდინარე,  „ზეთისხილის რტო“ სახელწოდების ოპერაციაზეც ისაუბრა და განაცხადა: „თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიის აფრინის რეგიონში, ქურთი ხალხის წინააღმდეგ საბრძოლველად არ შესულან. ჩვენ სირიელ ქურთებთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს. თურქეთი მხოლოდ ტერ ორგანიზაციებს ებრძვის საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. დღემდე აღნიშნული რეგიონიდან ჩვენს ქალაქებზე, ჰათაიზე და ქილისზე 700-მდე თავდასხმა განხორციელდა, ამიტომ ჩვენი მიზანი აფრინის რეგიონის ტერორისტებიდან გაწმენდაა. კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ არავის ტერიტორიაზე თვალი არ გვიჭირავს.“



მსგავსი ინფორმაციები