ერდოღანი: „აფრინის მიმართულებით წინსვლა გრძელდება“

ერდოღანი: „აფრინის მიმართულებით წინსვლა გრძელდება“

903180
ერდოღანი: „აფრინის მიმართულებით წინსვლა გრძელდება“

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ,  ბითლისში და ბათმანში სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) კონგრესებზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ აფრინის მიმართულებით წინსვლას აგრძელებენ. „ღმერთის წყალობით აფრინის რეგიონში მნიშვნელოვან მთებზე კონტროლი დავამყარეთ. აფრინის მიმართულებით წინსვლა გრძელდება, ცოტა დარჩა. ჩვენ თუ დავიღუპებით მხოლოდ ერთხელ მაგრამ, ისინი (ტერორისტები) ყოველდღეს უნდა მოკვდნენ,“ განაცხადა პრეზიდენტმა. მან სიტყვით გამოსვლისას ასევე ევროპარლამენტში ტერ ორგანიზაცია,  პკკ-ს ე.წ. დროშებით ანუ ნაჭრებით გამომსვლელებსაც გამოეხმაურა და განაცხადა: „მიუხედავად იმისა რომ ევროკავშირი, პკკ-ს ტერ ორგანიზაციად აღიარებს, მათი ზოგიერთი მხარდამჭერები პარლამენტში ტერორისტების მხარდაჭერით გამოდიან და ტირიან,  ჯერ სად ხართ კიდევ ბევრს იტირებთ. თქვენ მათი მხარდაჭერით ვერაფერს მიაღწევთ. თქვენ გადაწყვეტილებას ვერ შეგვაცვლევინებთ. ეს ტერიტორიები ხალხის მიმართ იარაღით მუქარის განმხორციელებელ, არეულობის მომწყობ და ტერ ორგანიზაციების მხარდამჭერებზე გადასაცემი ნამდვილად არ არის. ეს ტერიტორიები წმინდა ადგილებია, ამიტომ არავის დავუთმობთ,“ განაცხად ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები