ერდოღანი 4-5 თებერვალს ისტორიულ ვიზიტს განახორციელებს

ერდოღანი 4-5 თებერვალს ისტორიულ ვიზიტს განახორციელებს

901616
ერდოღანი 4-5 თებერვალს ისტორიულ ვიზიტს განახორციელებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი,  4-5 თებერვალს ვატიკანს და რომს ეწვევა. იგი ვატიკანში კათოლიკური სამყაროს სულიერ ლიდერ, პაპა ფრანცისკეს, ხოლო რომში,  იტალიის პრეზიდენტ,  სერჯიო მატარელას შეხვდება. პრეზიდენტის პრესცენტრის ინფორმაციით, ერდოღან-ფრანცისკეს შორის გასამართ შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა, თურქეთ-ვატიკანის ურთიერთობა,  იერუსალიმის საკითხი და სირიაში არსებული ჰუმანიტარული კრიზისი  იქნება. ერდოღანის ეს ვიზიტი, თურქეთის მხრიდან ვატიკანში პრეზიდენტის რანგში 59 წლის შემდეგ განხორციელებული პირველი ვიზიტი იქნება. თურქეთის პრეზიდენტი ვატიკანის ვიზიტის შემდეგ, რომში გადაინაცვლებს სადაც თავის იტალიელ კოლეგა,  სერჯიო მატარელას სამუშაო ვახშამზე შეხვდება. შემდეგ კი იტალიის პრემიერმინისტრ, პაოლო ჯენტილონისთანაც გამართავს შეხვედრას რომელზეც,  თურქეთ-იტალიას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის და სხვა მრავალ სფეროში თანამშრომლობის საკითხები  და თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებიც იქნება განხილული.



მსგავსი ინფორმაციები