პრეზიდენტი ერდოღანი ჰათაიში ოპერაციის ცენტრში ჩავიდა

პრეზიდენტი ერდოღანი ჰათაიში ოპერაციის ცენტრში ჩავიდა

897251
პრეზიდენტი ერდოღანი ჰათაიში ოპერაციის ცენტრში ჩავიდა

პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი, ოპერაცია "ზეთისხილის რტოს"  მეექვსე დღეს ჰათაიში ოპერაციის ცენტრში ჩავიდა.

პრეზიდენტის პრესცენტრის ცნობით პრეზიდენტი ერდოღანი გაერთიანებული შტაბის მეთაურ ჰულუსი აქართან ერთად საღამოს საათებში ანკარიდან ოპერაცია "ზეთისხილის რტოს" მართვაზე პასუხისმგებელი მეორე არმიის ჰათაიში მდებარე ოპერაციის ცენტრში ჩავიდა.

პრეზიდენტთან ერთად იმყოფებიან ვიცეპრემიერი ბექირ ბოზდაღი, თავდაცვის მინისტრი ნურეთინ ჯანიქლი, სახმელეთო ძალების სარდალი არმიის გენერალი იაშარ გულერი. 

პრეზიდენტმა და მასთან ერთად მყოფმა დელეგაციამ ოპერაციის ცენტრში მეორე არმიის სარდლის ისმაილ მეთინ თემელისგან და სხვა სამხედრო უფლებამოსილებისგან ოპერაცია "ზეთისხილის რტოს " შესახებ ინფორმაცია მიიღეს. 

პრეზიდენტ ერდოღანთან და მასთან ერთად მყოფ დელეგაციასთან ერთად ოპერაციის ცენტრში ჰათაის გუბერნატორი ერდალ ათაც იმყოფებოდა. 

ცნობილი გახდა რომ მოულოდნელი ვიზიტის გამო ფეშთეფეს რეზიდენციაში პრეზიდენტ ერდოღანისა და პრემიერ ილდირიმის შეხვედრა გადაიდო.

პრეზიდენტმა ოპერაციის ცენტრში მომსახურე სამხედროებს მიმართა და განაცხადა რომ აფრინში მიმდინარე ოპერაცია მიზნად ისახავს რეგიონის ტერორისტული ელემენტებისგან გაწმენდას.


საკვანძო სიტყვები: #პრეზიდენტი , #ერდოღანი , #ჰათაი

მსგავსი ინფორმაციები