ომარ ჩელიკი ხვალ ბრიუსელში მიდის

ომარ ჩელიკი ხვალ გაემგზავრება ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში

896212
ომარ ჩელიკი ხვალ  ბრიუსელში მიდის

ევროკავშირის მინისტრი და მთავარი მიმომხილველი ევროკავშირის საკითხებში ომარ ჩელიკი ხვალ გაემგზავრება ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში.  

ევროკავშირის სამინისტროს წერილობითი განცხადებით, ჩელიკი, ბრიუსელში შეხვდება ევროკავშირის კომისიის თავჯდომარის პირველ მოადგილეს ფრანს ტიმერმანს და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობის და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგჰერინს.

ჩელიკის შეხვედრებში ყოველმხრივ განიხილება თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები.

ევროკავშირის მინისტრს ომარ ჩელიკს, წინა კვირას გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი ჰქონდა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობებში, სრულუფლებიანი გაწევრიანების ნაცვლად, შეუძლებელი იქნება   პრივილიგირებული პარტნიორობის, ანდა სხვა შეთანხმების შემოთავაზება. ჩელიკმა აღნიშნა, რომ მსგავს მიდგომას ვერ მიიჩნევენ სერიოზულად და ევროკავშირიდან თუ მოვა ასეთი შემოთავაზება, გაუხსნელად დააბრუნებენ უკან.



მსგავსი ინფორმაციები