ქილისში აფრინიდან ნასროლი 4 რაკეტა ჩამოვარდა

ქილისში აფრინიდან ნასროლი 4 რაკეტა ჩამოვარდა

893692
ქილისში აფრინიდან ნასროლი 4 რაკეტა ჩამოვარდა

ქილისში, ქალაქის ცენტრში სირიის აფრინის რეგიონიდან ნასროლი 4 რაკეტა ჩამოვარდა.

პირველადი მონაცემებით აფრინში მყოფი სეპარატისტული ტერორგანიზაცია PYD/PKK ს წევრი ტერორისტების მიერ თურქეთის დროით დაახლოებით 20.00 საათზე ნასროლი რაკეტები 4 სახლს მოხვდა.

მომხდარის ადგილზე პოლიცია სახანძრო და სამედიცინო ჯგუფები მივიდნენ.

დაჭრილი 7 ადამიანი ქილისის სახელმწიფო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფეთქების შედეგად იქვე მდგარი ავტომობილები დაზიანდა, ჩაიმსხვრა სახლებისა და ოფისების მინები.

ამავდროულად თავდასხმის შემდეგ საზღვარზე განლაგებულმა საარტილერიო შენაერთმა ტერორისტების ტერიტორიას ცეცხლი ჰაუბიცებიდან გაუხსნა. 


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ქილისი , #რაკეტა , #აფრინი

მსგავსი ინფორმაციები