ერდოღნმა პარიზული ვიზიტი დაასრულა

მან დადებითი შეფასება მისცა აქ ჩატარებულ შეხვედრებს

883135
ერდოღნმა  პარიზული ვიზიტი დაასრულა

 

საფრანგეთის ვიზიტიდან დაბრუნებისას რ.თ. ერდოღანმა თვითმფრინავში პრეს კონფერენცია მოაწყო მისი თანმხლები თურქი ჟურნალისტებისთვის და შეფასება მისცა რა პარიზულ შეხვედრებს, თქვა, რომ წლევანდელი პირველი უცხოური ვიზიტი ევროპის დიდ და ძლიერ სახელმწიფო საფრანგეთში განახორციელა და იგი წარმატებით დაასრულა რა, წელს ევროპასთან ერთად ვიზიტები აქვს დაგეგმილი შუა აზიის მოძმე ქვეყნებში და აფრიკის ზოგიერთ სახელმწიფოში.

“მაკრონთან შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებას, რეგიონალურ პრობლემებს და თურქეთ-ევროკავშირის საკითხებს დავუთმეთ. ამასთან ხელი მოვაწერეთ რამდენიმე გარიგებას, მათ შორის თურქეთის საჰაერო ფლოტისათვის ფრანგული სამგზავრო ლაინერების, Airbus-ების შესყიდვის შეთანხმებასაც. გარდა ამისა, თურქული სამხედრო ფირმები ROKETSAN-ი და ASELSAN-ი, ფრანგულ-იტალიურ ფირმა EUROSAM-თან ხელმოწერილი კონტრაქტის ფარგლებში ერთობლივ თავდაცვით სამხედრო იარაღებს აწარმოებენ. საერთო ჯამში კი საფრანგეთთან ამჟამად არსებულ 13 მილიარდი დოლარის სავაჭრო ბრუნვის უახლოეს წლებში 20 მილიარდ ევრომდე გაზრდას ვგეგმავთ“, განაცხადა ერდოღანმა და დაამატა, რომ მაკრონთან ისრაელ-პალესტინის საკითხიც განიხილეს და მათი პოზიციები ფაქტიურად ერთმანეთისას დაემთხვა, თუმცა განსხვავებული მიდგომები გამოთქვეს სირიის ზოგიერთი პრობლემის მიმართ.

მისივე თქმით, ფრანგ კოლეგასთან საფრანგეთში მოქმედი ტერ ორგანიზაციების,  FETÖ-ს, PKK-ას და მისი სირიული განშტოება PDY-ს საკითხიც განიხილეს და მტკიცე კატეგორიულობა გამოთქვეს მათ წინაღმდეგ ბრძოლაში.   

“პარიზში საფრანგეთის ისლამური საბჭოს წევრებსაც შევხვდი და იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული დადგენილების მიმართ ურთიერთ კმაყოფილება გამოვთქვით“, აღნიშნა ერდოღანმა  



მსგავსი ინფორმაციები