ერდოღანმა ვიდეო მიმართვა გაუგზავნა მუსლიმანთა კონგრესს

“გავაგრძელებთ ბრძოლას იერუსალიმის სტატუსის დაცვისათვის“

878643
ერდოღანმა ვიდეო მიმართვა გაუგზავნა მუსლიმანთა კონგრესს

 

ერდოღანმა ვიდეო მიმართვა გაუგზავნა აშშ-ს ქალაქ ჩიკაგოში მიმდინარე ამერიკის მუსლიმანური საზოგადოების მე-16 კონგრესს და მასში ამერიკის და ისრაელის მთავრობებს მოუწოდათ, მოერიდონ დაძაბულობის გამომწვევი ნაბიჯების გადადგმას.

“გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ტრამპის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღებამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, თუ რა შეუძლია ერთად ყოფნას და თანადგომას. ამერიკის მხარდამჭერი 14 სახელმწიფოს წინააღმდეგ 128 სახელმწიფო მტკიცედ გამოვიდა და ეს გამარჯვება იმაზეც მიგვითითებს, რომ არის ამქვეყნად ღირებულებები, რომელთა ყიდვაც ფულით არ შეიძლება“, აღნიშნავს ერდოღანი.

ამავე ვიდეოში იგი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ იერუსალიმი არის ყველა მუსლიმის თვალი, პატივი, ნამუსი და წითელი ხაზი და ამიტომ, როგორც ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის როტაციული თავჯდომარე, გააგრძელებენ ბრძოლას იერუსალიმის სტატუსის დაცვისათვის



მსგავსი ინფორმაციები